ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საუკეთესო ქართული რომანი

ღონისძიებები

„საუკეთესო ქართული რომანი“ - 25 დეკემბერს ტელეკომპანია „იმედის “ შუა დღის გადაცემაში  „დღის შოუ“ გამოვლინდება 2012 და 2013 წლების „საუკეთესო ქართული რომანი“.  

25 დეკემბერს ტელეკომპანია „იმედის “ შუა დღის გადაცემაში „დღის შოუ“ გამოვლინდება 2012 და 2013 წლების „საუკეთესო ქართული რომანი“. 

წელს კონკურსში მონაწილეობა 30 ქართულმა რომანმა და ავტორმა მიიღო, სწორედ მათგან შეირჩა ორი საუკეთესო.

სპეციალური ჟიური, რომელიც 11 წევრისგან შედგება (6 პროფესორი და 5 სტუდენტი), ერთი თვის განმავლობაში ეცნობოდა რომანებს. კონკურსის ჟიურის შემადგენლობა კონფიდენციალურია. ჟიურის წევრები ინდივიდუალურად აფასებენ ნაწარმოებს საერთო შკალის მიხედვით. იმარჯვებს ის რომანი, რომელიც ყველაზე მეტ ქულას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ „საუკეთესო ქართული რომანი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსია, რომლის მიზანიც ქართული რომანის წერის სტიმულირება და პოპულარიზაციაა. „საუკეთესო ქართული რომანი“ 2010 წლიდან მოქმედებს.  2010 წლის პრემიის მფლობელი გახდა აკა მორჩილაძე, 2011 წლის კი - ზაზა ბურჭულაძე.  2012 წელს კონკურსი რომანების სიმცირის გამო არ ჩატარდა. 

ბანერები