ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საუბრები კარიერაზე: მოსამართლის დღე და შეხვედრა სამართლის სკოლის სტუდენტებთან

ღონისძიებები

14 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით გიწვევთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლესთან, ანა გოგიშვილთან შეხვედრაზე.

„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

შეხვედრის მიზანია მოსამართლეებსა და იურისტების ახალ თაობას შორის თავისუფალი პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, სამართლის სკოლის სტუდენტებთან კარიერულ პერსპექტივებსა და სირთულეებზე საუბარი, პრაქტიკული რჩევების გაზიარება მოსამართლეების პირადი გამოცდილების საფუძველზე, ასევე საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლო სისტემის მოკლე მიმოხილვა და შთაბეჭდილებების გაზიარება.

შეხვედრა ტარდება მოსამართლის კვირეულის ფარგლებში USAID-ის კანონის უზენაესობის ხელშეწყობის პროგრამის (PROLoG)-ის მხარდაჭერით.

დრო: 14 მაისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)

შენიშვნა: შეხვედრის დაწყებამდე, 16:30 საათიდან მონაწილეთათვის უზრუნველყოფილი იქნება მსუბუქი ლანჩი.

ბანერები