ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საუბრები ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე: სტიგმა და ფსიქიკური ჯანმრთელობა

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ნინო მახაშვილი და ჯანა ჯავახიშვილი იწყებენ შეხვედრების ციკლს „საუბრები ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე“.

17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გამართება პირველი შეხვედრა თემაზე „სტიგმა და ფსიქიკური ჯანმრთელობა“. 

მომხსნებელები ისაუბრებენ ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და მის ინდიკატორებზე, ფსიქიკური აშლილობის გავრცელებულ ფორმებზე, იმ ბარიერებზე, რომელთაც ადამიანების ცხოვრებაში ქმნის სტიგმა და თვითსტიგმა, ამ ბარიერებისა და შესაბამისი პრობლემების გადალახვის მეთოდებზე, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების გზებზე.

დრო: 17 ოქტომბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები