ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საუბრები ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე: „როგორ ვმართავთ ფსიქიკურ აშლილობებს?“

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ნინო მახაშვილი და ჯანა ჯავახიშვილი აგრძელებენ შეხვედრების ციკლს „საუბრები ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე“.

5 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება შეხვედრა თემაზე: „როგორ ვმართავთ ფსიქიკურ აშლილობებს?“.

მომხსნებელები ისაუბრებენ ფსიქიკური აშლილობების მართვის თანამედროვე მიდგომებზე, მოდელებსა და მეთოდებზე, კერძოდ, დაავადებების ფარმაკოლოგიურ მკურნალობაზე, ფსიქოლოგიურ თერაპიებზე, ბიოფსიქოსოციალურ მიდგომაზე დაფუძნებული მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობის სპეციფიკაზე, სათემო სერვისების ისეთ ფორმებზე, როგორებიცაა მობილური გუნდები და სხვ. ასევე გაიმართება მსჯელობა საქართველოში დღეისათვის არსებული მკურნალობისა და ფსიქოსოციალური ზრუნვის შესაძლებლობებზე, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე, მათ ხელმისაწვდომობაზე, შესაბამის მიღწევებზე, გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე.


დრო:
5 დეკემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები