სასწავლო სემინარი „დაზღვევის ხელშეკრულების ძირითადი ასპექტები“
ღონისძიებები
20 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ და იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით აწყობენ სასწავლო სემინარს „დაზღვევის ხელშეკრულების ძირითადი ასპექტები“.
ღონისძიებას გაუძღვებიან:
ნატალია მოწონელიძე – სამართლის დოქტორი, თსუ ასოცირებული პროფესორი;
თეონა კუპრეიშვილი – ადვოკატი, პსპ დაზღვევის ექსპერტ-კონსულტანტი;
განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- დაზღვევის ხელშეკრულების არსი და ძირითადი პრინციპები;
- დაზღვევის ინტერესი;
- დაზღვევის ხელშეკრულების არსებითი პირობები;
- სადაზღვევო პრემიის გადახდა.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ იურიდიული განათლების მქონე პირები და სამართლის სკოლის სტუდენტები. ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა აუცილებელია გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე: forum.glip@gmail.com.
ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
* "სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.
დრო: 20 დეკემბერი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ N33), ილიას სახეოლმწიფო უნივერსიტეტი