ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„სასამართლოს როლი ადამიანის უფლებათა დაცვაში“ - დისკუსია ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში

7 დეკემბერს, 17:30 საათზე თბილისის მედიათეკების გაერთიანების ვაკის ფილიალში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი გიწვევთ ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის გახსნასა და საჯარო დისკუსიაზე: „სასამართლოს როლი ადამიანის უფლებათა დაცვაში“.

დისკუსიაში მონაწილეობენ:

  • კონსტანტინე ვარძელაშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე;
  • ქეთევან ერემაძე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი;
  • ლაშა კალანდაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე 2004-2015 წლებში;
  • რენატე ვინთერი, სიერა ლეონეს სპეციალური საერთაშორისო სასამართლოს სააპელაციო პალატის მოსამართლე, ევროკავშირის პროექტის - „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - ხელმძღვანელი.

მოდერატორი: თამარ თომაშვილი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის აკადემიური დირექტორი

დისკუსიის მონაწილეები იმსჯელებენ შემდეგ საკითხებე:

  • რამდენად აქტიურები არიან ქონებრივ-ეკონომიკური და პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების კუთხით ქართული სასამართლოები?
  • რამდენად მსგავსია საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოთა მიდგომა ცალკეული        უფლებების განმარტების კუთხით და რამდენად მჭიდროა საქართველოში ეროვნულ და საერთაშორისო სასამართლოებს შორის დიალოგი?
  • რა ინსტიტუციურ-სამართლებრივი ფაქტორები მოქმედებს ადამიანის უფლებათა კუთხით დადებითად სასამართლოთა აქტივიზმზე?
  • როგორ მოქმედებს ადამიანის უფლებათა დაცვისას სასამართლოთა აქტივიზმზე პოლიტიკური გარემო და სასამართლოს მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება ?

კვირეულის მხარდამჭერი ორგანიზაციები:

  • USAID-ის დაფინანსებული აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის პროგრამა (EWMI- PROLoG ) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“;
  • გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი სამხრეთ კავკასიაში (OHCHR);
  • თბილისის მედიათეკების გაერთიანება.

საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა თავისუფალია. წინასწარი რეგისტრაციისათვის, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის სრული განრიგი იხილეთ აქ.

დრო: 7 დეკემბერი, 17:30 საათი

ადგილმდებარეობა: თბილისის მედიათეკების გაერთიანების ვაკის ფილიალი (ჭავჭავაძის გამზ. #76, ვაკის პარკი).

ბანერები