ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საქართველოში პირველად მარკეტინგული ღონისძიება Copy Break გაიმართება

ღონისძიებები

19 მაისს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ორგანიზებით საქართველოში პირველად გაიმართება მარკეტინგული ღონისძიება Copy Break –ქოფირაითინგული შესვენება.

ქოფირაითინგი ქართულ ბაზარზე ახლახანს შემოსული ცნებაა, ამიტომ პროექტის მიზანია დაინტერესებულ აუდიტორიას გააცნოს მარკეტინგისა და პიარის ეს კონკრეტული მიმართულება, წარმოაჩინოს მისი მნიშვნელობა კრეატიულ ინდუსტრიასა და სტრატეგიულ კომუნიკაციებში, კერძოდ, სარეკლამო რგოლების იდეისა და სცენარის შექმნის, ვებსაიტების აგების, ციფრული სამყაროს ჩამოყალიბების პროცესში.

ღონისძიების სპიკერები: ბრენდინგისა და კომუნიკაციების წამყვანი სპეციალისტები – თორნიკე გურული, ალექს ჩიქოვანი; UI/UX ქოფირაითერები – ქეთი დიასამიძე, მარიტა ფილაური, კრეატიული სააგენტოების – Leavingstone, JWT Metro, McCann Tbilisi, Kraken, Ogilvy Georgia, Redberry – ქოფირაითერები.

ისინი ისაუბრებენ ქოფირაითინგის სხვადასხვა მიმართულებაზე და განიხილავენ თავიანთ წარმატებულ კამპანიებსაც.

დრო: 19 მაისი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)

დასწრება თავისუფალია.

2023

ბანერები