ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საქართველოში იტალიის ელჩის ვიზიტი ილიაუნის იტალიური კულტურის ცენტრში

ღონისძიებები

2017 წლის 25 იანვარს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრს (S501-502 აუდიტორიები) ესტუმრებიან იტალიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ანტონიო ენრიკო ბარტოლი, ელჩის პირველი მოადგილე, სტეფანო კრეშენცი, და იტალიის საელჩოს კულტურის ატაშე, ნინო კილოსანიძე.

ღონისძიების ფარგლებში, იტალიური კულტურის ცენტრის სტუდენტები და პედაგოგები წარმოადგენენ კარლო გოლდონის სპექტაკლს „Gl`innamorati“. სპექტაკლის რეჟისორია იტალიური კულტურის ცენტრის პედაგოგი, ნანა ლომია.

იტალიური კულტურის ცენტრის დირექტორი, ნოდარ ლადარია, და კოორდინატორი, მანანა სიფრაშვილი, აუდიტორიას გააცნობენ ცენტრის საქმიანობას და წლების განმავლობაში განხორციელებულ პროექტებს.

დრო: 25 იანვარი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: იტალიური კულტურის ცენტრი (გ. წერეთლის #3, S501-502 აუდიტორია), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები