ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საქართველოში ავსტრიის ელჩის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

23 მარტს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, არად ბენკოს, რომელიც წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „European Union: Crisis or Chance? Challenges and future scenarios“.

მომხსენებლის შესახებ

არად ბენკო სხვადასხვა დროს სწავლობდა ლონდონის სამეფო კოლეჯში (King’s College London, 1991-1992) და ბრუგეს ევროპის სამაგისტრო კოლეჯში (College of Europe, 1996/1997), ხოლო 1999 წელს დაასრულა ვენის (ავსტრია) უნივერსიტეტი დოქტორის აკადემიური ხარისხით. 1998 წლიდან იწყება მისი დიპლომატიური კარიერა. სხვადასხვა დროს არად ბენკო მუშაობდა ატაშედ ავსტრიის საელჩოში გერმანიაში (1999), გაეროს სპეციალური წარმომადგენლის პოლიტიკურ მრჩევლად კოსოვოში (2000-2001) და რუმინეთში ავსტრიის ელჩის მოადგილედ (2002-2005). 2015 წელს არად ბენკო იყო ავსტრიის რესპუბლიკის ელჩი ლატვიაში, ხოლო 2016 წლიდან იგი ავსტრიის რესპუბლიკის პირველი ელჩია საქართველოში.

ლექციის ენა: ინგლისური

დრო: 23 მარტი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები