ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საქართველოს ყველაზე წარმატებული 50 კომპანია

ღონისძიებები

14 მარტს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის 106 - ე საკონფერენციო დარბაზში (გ. წერეთლის 2,  ძველი ენციკლოპედიის შენობა) შედგება „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ (IBR) მიერ მომზადებული კვლევის „საქართველოს ყველაზე წარმატებული 50 კომპანია“ შედეგების პრეზენტაცია.

კვლევა მიზნად ისახავდა გამოვლენილიყო საქართველოს ბაზარზე ოპერირებადი ყველაზე წარმატებული კომერციული სტრუქტურების საქმიანობის შედეგები. დაგეგმილია წარმატებული კომპანიების საქმიანობის შედეგების საზოგადოების ფართო ფენებისთვის გაცნობა.

საქართველოს TOP 50 კომპანიას შორის 70% მომსახურების სფეროში, ხოლო 30% – წარმოების სფეროში დასაქმებული კომპანიები მოხვდნენ. ”ილიაუნი ბიზნეს-რევიუს” მკვლევრების მიერ კომერციული ორგანიზაციების გამოვლენის კრიტერიუმად შერჩეულ იქნა კომპანიების ბრუნვის მონაცემები (ფინანსური სექტორის გარდა) 2011 წლის შედეგების შესაბამისად. IBR-მა საქართველოს ბაზარზე TOP 50 კვლევა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით განახორციელა.

ბანერები