ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საქართველოს სტუდენტური ჩემპიონატი კალათბურთში: ილიაუნი vs შავი ზღვის უნივერსიტეტი

ღონისძიებები

21 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო ნაკრები საქართველოს სტუდენტური ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩს გამართავს. პირველ შეხვედრაში საქართველოს უნივერსიტეტთან დიდი ანგარიშით გამარჯვების (96:43) შემდეგ, ილიაუნის გუნდი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს დაუპირისპირდება.

ჩემპიონატს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ატარებს საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია. აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობს 20 უმაღლესი სასწავლებლის, მათ შორის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო ნაკრებიც.

დრო: 21 ნოემბერი, 13:30 საათი

ადგილმდებარეობა: ვერის ბაღის საკალათბურთო კომპლექსი

ბანერები