ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საქართველოს სტუდენტური ჩემპიონატი კალათბურთში: ილიაუნი vs საქართველოს უნივერსიტეტი

ღონისძიებები

14 ნოემბერს იწყება საქართველოს სტუდენტური ჩემპიონატი 2016-2017, რომელსაც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ატარებს საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია. აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობს 20 უმაღლესი სასწავლებლის საკალათბურთო ნაკრები, მათ შორის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც, რომელმაც გასულ წელს მე-3 ადგილი დაიკავა.

ილიაუნის საკალათბურთო გუნდი პირველ შეხვედრას საქართველოს უნივერსიტეტის გუნდის წინააღმდეგ გამართავს.

დრო: 14 ნოემბერი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: ვერის ბაღში არსებული საკალათბურთო კომპლექსი

ბანერები