ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარება

ღონისძიებები

14 აპრილს, 14.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსის 101-ე აუდიტორიაში (მის.: ი.ჭავჭავაძის გამზირი №32) გაიმართება კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული საჯარო ლექცია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თემაზე.

კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრთან ერთად, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, ახორციელებს პროექტს „ეროვნული პლატფორმის გააქტიურება „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ კონტექსტში საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის განვითარებისთვის“. პროექტის მიზანია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა საზოგადოების ცნობიერების გაზრდისა და ეროვნული პლატფორმის გააქტიურების გზით.

დასწრება თავისუფალია.

ბანერები