ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

”საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზონა. რეტროსპექტრულ-პროგნოზული ანალიზი" - ზურაბ ჯანელიძის წიგნის პრეზენტაცია

ღონისძიებები

10 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” ჩატარდება გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორის, ზურაბ ჯანელიძის, წიგნის პრეზენტაცია. წიგნი - სახელწოდებით, ”საქართველოს შავიზღვის სანაპირო ზონა. რეტროსპექტრულ-პროგნოზული ანალიზი" - ეხება სანაპირო ზონის განვითარების პალეოგეოგრაფიული პირობების ანალიზს, სანაპირო ზონის თანამედროვე დინამიკას და მის პროგნოზირებას მომავალში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის, ზურაბ ჯანელიძის, სამეცნიერო იტერესის სფეროებია: ზღვის სანაპირო პროცესები; პროცესები საქართველოში; გეოეკოლოგიური პრობლემები და სხვ.

დრო: 10 ნოემბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები