ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საქართველოს სამთო გამყოლთა სკოლის პრეზენტაცია

ღონისძიებები

18 აპრილს, 13.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (უნივერსიტეტის ქუჩა 2) გაიმართება საქართველოს სამთო გამყოლთა სკოლის პრეზენტაცია.

უკვე 2011 წლის ზაფხულში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მსურველებს შესთავაზებს სამთო გამყოლთა სასერტიფიკატო კურსებს, ახალი 2012 წლის სასწავლო წლიდან კი ეს სპეციალობა სპორტის პროფესიული პროგრამების სიაშიც შევა.

სამთო ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია ქვეყნის ეკონომიკისათვის. პროფესიონალი კადრების მომზადება კი ამ პროცესის ერთ-ერთი პირველი და უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

სამთო გამყოლი ხელმძღვანელობს მთის, კლდეზე ცოცვის, ლაშქრობის, სათხილამურო ტურებს და პასუხისმგებელია მონაწილეთა უსაფრთხოებაზე, ტურის დაგეგმვა-მომზადებასა და განხორციელებაზე.

ბანერები