ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საქართველოს პროსოპოგრაფია - პროექტის პრეზენტაცია და დისკუსია

ღონისძიებები

26 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ილიაუნის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაცია.

პროექტი - სახელწოდებით, საქართველოს პროსოპოგრაფია. პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა და სოციალური კლასტერების ანალიზი - მოამზადა ილიაუნის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის ციფრული ჰუმანიტარიის ჯგუფმა რატი გუმაშვილის, ნინო დობორჯგინიძის (პროექტის ხელმძღვანელი), თამთა თხელიძისა და თამარ კალხიტაშვილის (პროექტის კოორდინატორი) შემადგენლობით.

პრეზენტაციის ფარგლებში, მოეწყობა დისკუსია თემაზე: წყაროების დოკუმენტირების თანამედროვე სტანდარტი და ისტორიის სისტემური რევიზიის პრობლემები.

სპიკერები:

ლაშა ბაქრაძე, ნინო დობორჯგინიძე, თამარ კალხიტაშვილი, ოლივერ რაისნერი, ემზარ ჯგერენაია

სადისკუსიო კითხვები:

რატომ ვერ ხერხდება იმპერიული პროექტის ფარგლებში დაწერილი ჩვენი ისტორიის სისტემური რევიზია?

რატომ ჩამორჩება სავალალოდ ჩვენი ჰუმანიტარული და სოციალური კვლევები დასავლეთისას?

რამდენად ხელმისაწვდომია ქართულენოვანი საკვლევი მასალა?

დრო: 26 დეკემბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები