ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საქართველოს პირველი რესპუბლიკის პროსოპოგრაფიული ბაზის ვებგვერდის პრეზენტაცია

ღონისძიებები

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 30 მაისს,19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო  უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება საქართველოს პირველი რესპუბლიკის 
პროსოპოგრაფიული ბაზისა და სოციალური კლასტერების პროექტის ვებგვერდის პრეზენტაცია. პროექტს წარადგენს კვლევითი ჯგუფი პროფ. ნინო დობორჯგინიძის ხელმძღვანელობით.

ვებგვერდის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის პროსოპოგრაფიული ბაზისა და სოციალური კლასტერების პროექტის ვებგვერდი
http://prosopography.iliauni.edu.ge ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის მიერ შეიქმნა.

ვებგვერდი გაძლევთ შესაძლებლობას:

  • გაეცნოთ, იკვლიოთ საქართველოს პირველი რესპუბლიკის მნიშვნელოვანი მოვლენები, ამბები მათში მონაწილე პირების (25000-მდე) პერსპექტივიდან;
  • გაეცნოთ სხვადასხვა სოციალური ჯგუფის საზოგადოებრივი ცხოვრების ამსახველ 24000-ზე მეტ ფაქტს;
  • შეისწავლოთ 1918-1921 წლების 4000-მდე წყარო, რომლებიც დამუშავებული და ბაზაში დოკუმენტირებულია ციფრული ჰუმანიტარიის თანამედროვე სტანდარტების მიხედვით;
  • დაათვალიეროთ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ექსპერიმენტული გამოცემა, რომელიც მომზადდა ციფრული ჰუმანიტარიის ხელსაწყოების Omeka-სა (Roy Rosenzweig Center for History and New Media (RRCHNM)) და Neatline-ის (University of Virginia Library) გამოყენებით.

დრო: 30 მაისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი.ჭავჭავაძის გამზირი N32

დასწრება თავისუფალია. 

2018

ბანერები