ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღების დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია-დისკუსია

ღონისძიებები

22 თებერვალს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღების დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია-დისკუსია და ფოტოგამოფენა, რომელსაც საქართველოს საკონტიტუციო სასამართლო წარმოადგენს.

ღონისძიებას გახსნის ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიგა ზედანია. მოხსენებებს წაიკითხავენ ილიაუნის პროფესორები და მოწვეული ლექტორები: გიორგი პაპუაშვილი, ემზარ ჯგერენაია და ნინო დობორჯგინიძე.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია აღნიშნული დროის მკვლევრებისთვის ასოცირდება ევროპულ სამართლებრივ ტრადიციებთან, თანასწორობის, თავისუფლებისა და სეკულარული სახელმწიფოს დამფუძნებელ პროგრესულ ნორმებთან. 1921 წლის კონსტიტუცია კონსტიტუციების მიღების პირველი ტალღის ნაწილია და იმავე დროსაა შექმნილი, როცა იწერებოდა: ავსტრიის, ფინეთის, გერმანიის (ვაიმარის რესპუბლიკა), ბალტიის ქვეყნების კონსტიტუციები. კონსტიტუციამ მხოლოდ ერთი დღე იარსება და შეუძლებელია გავარკვიოთ, თუ რამდენ ხანს დარჩებოდა უცვლელად, რომ არა რუსული ოკუპაცია. ამისდა მიუხედავად, დოკუმენტის გამოკვლევა მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან დამოუკიდებლობის სამწლიანი პერიოდის დროს არსებული საჯარო დებატების და იდეების საინტერესო მემატიანედ რჩება.

ლექციათა განრიგი და თემატიკა:

მომხსენებელი: გიორგი პაპუაშვილი
თემა: საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის შინაარსის სამართლებრივი ანალიზი
ანოტაცია: მოხსენება შეეხება კონსტიტუციის ძირითადი პრინციპებისა და ნორმების მიმოხილვას.

მომხსენებელი: ემზარ ჯგერენაია
თემა: პირველი რესპუბლიკა და მისი კონსტიტუცია - ბარიერები ამ მოკლე და მშფოთვარე ისტორიის გასაგებად და წყაროები მისი რეკონსტრუქციისათვის
ანოტაცია: საბჭოთა პოლიტიკური კონიუნქტურის გამო, საქართველოს პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების ერთი მონაკვეთი - საქართველოს პირველი რესპუბლიკა - დავიწყებას და ცალმხრივ იდეოლოგიურ ფალსიფიკაციას იყო დაქვემდებარებული. ქართველმა საბჭოთა ადამიანმა ძალიან ცოტა რამ იცოდა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის არცთუ ხანგრძლივ, მაგრამ უაღრესად საინტერესო ისტორიაზე.
რა იცის თანამედროვე ქართველმა პირველი რესპუბლიკისა და მისი კონსტიტუციის შესახებ? შევძელით თუ არა ყველა ბარიერის მოშლა ამ მოკლე და მშფოთვარე ისტორიის გასაგებად? რა ბარიერებია ეს? სად და როგორ უნდა ვეძებოთ წყაროები ამ ისტორიის რეკონსტრუქციისათვის?

მომხსენებელი: ნინო დობორჯგინიძე 
თემა: ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის ციფრული ჰუმანიტარიის კვლევითი ჯგუფის მიერ მომზადებული პროექტი: საქართველოს პირველი რესპუბლიკის პროსოპოგრაფიული ბაზა და სოციალური კლასტერების ანალიზი
ანოტაცია: მოხსენება შეეხება ზემოაღნიშნულ ბაზაში დოკუმენტირებული მასალის მიხედვით, ნეტვორკ-ანალიზატორის საშუალებით, პირველი კონსტიტუციის შექმნაში მონაწილე სოციალურ ჯგუფებსა და პარტიათა ქსელს და მათ პოზიციას სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში კონსტიტუციაზე მუშაობის პროცესში. 

დრო: 22 თებერვალი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32) 

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები