ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილი ღონისძიებები

ღონისძიებები

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიული ბაზის ვებგვერდის პრეზენტაცია

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიული ბაზის ვებგვერდის პრეზენტაცია. ქშწკგ პროსოპოგრაფიული ბაზის ვებგვერდი http://society.iliauni.edu.ge/ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის მიერ შეიქმნა.

ვრცელი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://goo.gl/hssytt


➤ სადისკუსიო შეხვედრა: „დამოუკიდებლობა მეხსიერებასა და ისტორიაში“

„ASCN ალუმნი ქსელი“ და ილიაუნის ფილოსოფოსთა სტუდენტური კლუბი გიწვევთ სადისკუსიო შეხვედრაზე: „დამოუკიდებლობა ისტორიასა და მეხსიერებაში“.

ვრცელი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://goo.gl/92HcDn


➤ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავის იუბილე ამბროლაურში

26 მაისს ამბროლაურში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის აღსანიშნავ ღონისძიებაში.

ვრცელი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://goo.gl/u4MBe4


➤ პროფესორ სტივენ ჯონსის შეხვედრა მკითხველთან და წიგნის პრეზენტაცია

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართება პროფესორ სტივენ ჯონსის წიგნის „სოციალიზმი ქართულ ფერებში: ევროპული გზა სოციალ-დემოკრატიისკენ (1883-1917)“ მეორე, განახლებული ქართული გამოცემის პრეზენტაცია.

ვრცელი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://goo.gl/rqRcXv


➤ პანელური დისკუსია საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით

1918 წლის 26-28 მაისს ტფილისში გამოცხადდა სამხრეთ კავკასიის სამი რესპუბლიკის: საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გამართავს პანელურ დისკუსიას ამ მოვლენის 100 წლისთავთან დაკავშირებით. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და სომხეთის პირველ რესპუბლიკათა ყველაზე აღიარებული სპეციალისტები: მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯის პროფესორი სტივენ ჯონსი და ლოს ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი რიჩარდ ჰოვანესიანი. 

ვრცელი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://goo.gl/A976RZ 


➤ საქართველოს პირველი რესპუბლიკის პროსოპოგრაფიული ბაზის ვებგვერდის პრეზენტაცია

ილიას სახელმწიფო  უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება საქართველოს პირველი რესპუბლიკის 
პროსოპოგრაფიული ბაზისა და სოციალური კლასტერების პროექტის ვებგვერდის პრეზენტაცია. პროექტს წარადგენს კვლევითი ჯგუფი პროფ. ნინო დობორჯგინიძის ხელმძღვანელობით.

ვრცელი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://goo.gl/UWxVGD

ბანერები