ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საქართველოს გონკურის არჩევანი

ღონისძიებები

გონკურის პრემია ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული პრემიაა, რომელსაც საფრანგეთი გასცემს.

მეორე წელია, საქართველოსაც აქვს უფლება, საკუთარი არჩევანი გააკეთოს იმ ოთხ მწერალს შორის, რომლებსაც გონკურის აკადემია კონკურსის მესამე ეტაპზე ირჩევს – საქართველოს გონკურის არჩევანი.

საფრანგეთის საელჩოსა და უნივერსიტეტის რექტორთან, გიგა ზედანიასთან შეთანხმებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველ ჯერზე თავის თავზე აიღებს პრემიის დამზადებას, პრემირებული მწერლის ჩამოყვანას და გადაცემის ოფიციალური ცერემონიის მოწყობას, პრემირებული ნაწარმოების თარგმანსა და გამოცემას.

წელს გამარჯვებული ნაწარმოების ავტორის გამოცხადების ოფიციალური ცერემონია 27 მაისს, ხუთშაბათს, 16.00 სთ-ზე, ონლაინ გაიმართება.

შეხვედრის ბმული: 

https://us02web.zoom.us/j/85988938553?pwd=KzFIRGJLbTZDSEY0SzRuTFQ1VzhxZz09

Meeting ID: 859 8893 8553

Passcode: 772252

2021 წელი

ბანერები