ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კრეათონი ტექნოპარკში

ღონისძიებები

18 დეკემბერს, 8:30-დან 23:00 საათამდე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ატარებს „კრეათონს“, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები 12 საათის განმავლობაში ერთმანეთს შეეჯიბრებიან საუკეთესო კონცეფციის შექმნაში.

მიმართულებები და თემატიკა:

კრეათონი მოიცავს სამ მიმართულებას:

  • ლოგოს დიზაინი (გრაფიკულად აწყობილი);
  • ვებგვერდის კონცეფცია (ვიზუალური დიზაინი);
  • მოკლემეტრაჟიანი ვიდეოს იდეა/კონცეფცია.

თემა გამოცხადდება უშუალოდ კრეათონის დაწყების წინ.

რა არის კრეათონი და ვის შეუძლია მონაწილეობა

კრეათონი მარათონის ტიპის ღონისძიებაა, სადაც მონაწილეები მოკლე დროში ინდივიდუალურად ან ჯგუფურად მუშაობენ კონკრეტული დავალების კრეატიულად შესრულებასა და ახალ იდეებზე. კრეათონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს და ყველა დაინტერესებულ პირს. მუშაობა შესაძლებელია ერთდროულად ერთ ან რამდენიმე მიმართულებაზე, რომელიც აუცილებელია მოინიშნოს რეგისტრაციისას. გუნდის წევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამ ადამიანს.

ჟიური და პრიზები
12-საათიანი მუშაობის შედეგს აფასებს კომპეტენტური ჟიური. თითოეული მიმართულებით გამოვლინდება გამარჯვებული, რომელსაც გადაეცემა ფულადი ჯილდო 1500 ლარის ოდენობით.

რეგისტრაცია
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეობის მიღება შეეძლება მხოლოდ დარეგისტრირებულ პირველ 100 ადამიანს.

რეგისტრაციის ვადაა: 5.12.2016-09.12.2016
სარეგისტრაციო ფორმა: http://mes.gov.ge/register

დამატებითი ინფორმაცია

კრეათონის მსვლელობისას უზრუნველყოფილი იქნება მონაწილეთა კვება. პროექტის ფარგლებში შექმნილ ნამუშევრებზე საავტორო/ქონებრივი უფლებების მფლობელი იქნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

მონაწილეობა უფასოა.

დრო: 18 დეკემბერი, 8:30-23:00 საათი

ადგილმდებარეობა: ტექნოპარკი (ინოვაციების ქ. #6)

გისურვებთ წარმატებას!

ბანერები