ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საქართველოს ფრანგული ენის მასწავლებელთა ფორუმი ილიაუნიში

ღონისძიებები

ფრანგული ენის მასწავლებელთა საერთაშორისო ფედერაციამ (FIPF) 28 ნოემბერი გამოაცხადა ფრანგული ენის მასწავლებლის საერთაშორისო დღედ – იყო ფრანგული ენის მასწავლებელი დღეს და ხვალ.

ეს დღე აერთიანებს ფრანგულის როგორც უცხო ენისა და ბილინგვური სწავლების ენის პედაგოგებს მთელ მსოფლიოში. ამ დღის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მიზანია ფრანგული ენის მასწავლებლის პროფესიის წარმოჩენა, მასწავლებელთა შორის კავშირებისა და სოლიდარობის დამყარება, განმტკიცება, უშუალო გარემოში შეხვედრების ორგანიზება, პედაგოგიური პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება.

ამ თარიღთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს საქართველოს ფრანგული ენის მასწავლებელთა ფორუმს. 

ფორუმის ორგანიზატორები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად არიან: საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და საფრანგეთის საელჩო საქართველოში, საქართველოს ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაცია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო.

28 ნოემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 აუდიტორიაში გაიმართება მრგვალი მაგიდა ფრანგული ენის სწავლება ინოვაციური და კრეატიული მეთოდების გამოყენებით“.

ამავე ღონისძიების ფარგლებში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლა საქართველოს სხადასხვა სკოლის ფრანგული ენის სამ მასწავლებელს გადასცემს საფრანგეთის მთავრობის ჯილდოს აკადემიური პალმების რაინდის ორდენს.

სამუშაო ენები: ქართული და ფრანგული (უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი)

დასწრება თავისუფალია. 



 

 

ბანერები