ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„საქართველოს ეთნომიკოლოგია“ - ვებგვერდის პრეზენტაცია

ღონისძიებები

6 აპრილს, ხუთშაბათს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ილიაუნის ეკოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართება ვებგვერდის -„საქართველოს ეთნომიკოლოგია“ - პრეზენტაცია. ვებგვერდი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - "საქართველოს სოკოებისა და ლიქენების ეთნობიოლოგიური კვლევა" - ფარგლებში.

რესურსი შეიცავს სოკოთა და ლიქენთა 100-მდე სახეობის პროფილებს. მოცემულია სახეობათა ადგილობრივი ქართული სახელწოდებები; სახეობათა მორფოლოგიური აღწერა; ჰაბიტატის/სუბსტრატის აღწერა/გავრცელება საქართველოში; ცნობები ტრადიციული გამოყენების შესახებ ლიტერატურისა და შემდგენელთა მიერ ჩატარებული საველე კვლევის შედეგების მიხედვით; ასევე, უცვლელადაა მოცემული ფრაგმენტები ორიგინალური ინვერვიუებიდან სახეობათა ტიპური ან განსაკუთრებით საინტერესო გამოყენების შესახებ. პროფილები შეიცავს სახეობათა ფოტოებს, საქართველოს რეგიონებში გავრცელების რუკებსა და ინფორმაციის წყაროთა ნუსხებს.

დრო: 6 აპრილი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები