ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება

ღონისძიებები

1 სექტემბერს, ორშაბათს, 16:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (გ.წერეთლის ქ. 1,  ოთახი G106) ანალიტიკური ცენტრის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ენერგეტიკული პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების სემინარების ციკლს მორიგი სემინარი -  საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება.

სემინარზე განხილული იქნება საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევები და საფრთხეები, ენერგეტიკული უსაფრთხოების ძირითადი მაჩვენებლები და ენერგეტიკული უსაფრთხოება ბუნებრივი გაზის სექტორში.

აღნიშნული თემები ყურადღებას იმსახურებს  მათი მაღალი მნიშვნელობით ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის, რადგან ენერგეტიკული უსაფრთხოება არის ეროვნული უსფართხოების ერთ-ერთი უმთავრესი ინტერესი.
მივესალმებით თქვენს დასწრებას და დისკუსიაში აქტიურ მონაწილეობას.

ბანერები