ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის II კონფერენცია

ღონისძიებები

16 ნოემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის II კონფერენცია.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება 12 მოხსენება თანამედროვე ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის იმ აქტუალური საკითხების შესახებ, რომელთა კვლევა უშუალოდ საქართველოში ხორციელდება. მოხსენებათა სპექტრი ფართოა და მოიცავს მოლეკულურ მიკრობიოლოგიას, ბიოინფორმატიკას, მოლეკულურ კარდიოლოგიას და ნეიროქიმიას.

კონფერენციის პროგრამა იხ. მიმაგრებულ დოკუმენტში 

 

დრო: 16 ნოემბერი, 10:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

2018

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები