ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

"საქართველოს ახალგაზრდა ლიდერთა გაერთიანება" ილიაუნიში

ღონისძიებები

გაცნობებთ, რომ 8 მაისს, ხუთშაბათს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B102 აუდიტორიაში საინფორმაციო შეხვედრას გამართავს ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა ლიდერთა გაერთიანება.

საინფორმაციო შეხვედრაზე საუბარი იქნება 2014 წელს 20-დან 25 ივლისამდე პრაღაში დაგეგმილ საეთაშორისო ახალგაზრდულ კონფერენციაზე, რომელზეც განხილული იქნება  საერთაშორისო ურთიერთობები, სამართალი და მსოფლიო პოლიტიკა.

საქართველოს ახალგაზრდა ლიდერთა გაერთიანება ორგანიზებას უწევს საქართველოში დელეგატების შერჩევას პრაღის საერთაშორისო კონფერენციისთვის.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 26 წლამდე სტუდენტებს.

საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია!

ბანერები