ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საქართველოს ალბათური სეისმური საშიშროების რუკების პაკეტის პრეზენტაცია

ღონისძიებები

20 თებერვალს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი (ნუცუბიძის ქ. №77) ატარებს საქართველოს ალბათური სეისმური საშიშროების რუკების პაკეტის პრეზენტაციას, რომელიც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტმა შექმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის, (FR/536/9-140/12) - “კავკასიის სეისმური საფრთხის შეფასება” - ფარგლებში.

პროექტის მიზანი იყო, ბოლო 15 წლის განმავლობაში დაგროვილი ცოდნის საფუძველზე, ახალი სეისმური საშიშროების ალბათური რუკის შექმნა კავკასიის რეგიონისათვის. მიღებული შედეგები წინაპირობაა ქვეყანაში ახალი, სეისმური
სამშენებლო ნორმატივების შექმნისა, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია ევროპული სამშენებლო სტანდარტების განვითარებისათვის. ეროვნული ნორმატიული ბაზის (ეროვნული დანართების) შემუშავება, მოთხოვნილი ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების მე-3 თავის 46 და 47 პუნქტების თანახმად, ემყარება თანამედროვე მეთოდებითა და მონაცემებით დათვლილ ალბათური სეისმური საშიშროების რუკების პაკეტს.

პრეზენტაციაზე მოწვეულნი არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები.

პრეზენტაციის დრო: 20 თებერვალი, 11:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი (ნუცუბიძის ქ. №77)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები