ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საპილოტე ტრენინგი საპროექტო განაცხადის მომზადებაში

ღონისძიებები

1-5 დეკემბერს ტემპუსის პროექტის - PACT (Project Actors Capacity Training in Caucasus) ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E102 აუდიტორიაში ჩატარდება საპილოტე ტრენინგი საპროექტო განაცხადის მომზადებაში.

ტრენინგ-პროგრამა მიზნად ისახავს დაინტერესებულ პირთათვის საპროექტო განაცხადის შესამუშავებლად საჭირო ცოდნის გადაცემასა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას.
აღნიშნული ტრენინგის მიზანია პროექტის ფარგლებში შემუშავებული პროგრამის პილოტირება. ტრენინგი მოიცავს ორ სემინარს და ერთ ონლაინ-სესიას.
საპილოტე ტრენინგი ტარდება ექსკლუზიურად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შიდა აუდიტორიისათვის (მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის).

მონაწილეობის აუცილებელი წინაპირობებია:
• ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე
• კარგი ICT კომპეტენცია
• პროექტის იდეა

ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა 25 ნოემბრამდე განვითარების სამსახურის ელექტრონულ მისამართზე (development@iliauni.edu.ge) უნდა გაუგზავნოთ აპლიკაციისთვის საჭირო დოკუმენტები: CV და მოტივაციის წერილი რომელშიც მოკლედ (მაქს. 300 სიტყვა) იქნება ახსნილი თქვენი საპროექტო იდეა. დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

ტრენინგში მონაწილეობა უფასოა. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია (მაქსიმუმ, 10 ადამიანი)

საპილოტე ტრენინგის დრო:
1-ლი დეკემბერი, 12:00-17:00 საათი
4 დეკემბერი, 13:00-14:00 საათი (ონლაინ-სესია)
5 დეკემბერი, 12:00-17:00 საათი

ადგილმდებარეობა
: E102 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები