ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საპატიო დოქტორად არჩევის ცერემონიალი

ღონისძიებები

2 ივნისს 13:00 საათზე A 101 აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32) შედგება ბაზელის უნივერსიტეტის (შვეიცარია) ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ქრისტიან კიორნერის (Christian Körner) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად არჩევის ცერემონიალი. პროფესორის თბილისში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მისი სამეცნიერო მოხსენება, ექსპედიციები ყაზბეგში, ბაკურიანსა და კახეთში; ასევე - ახალი სამეცნიერო პროექტის მომზადება, რომელშიც ჩაერთვებიან უნივერსიტეტის მაგისტრანტები და დოქტორანტები.
 
 პროფესორი ქრისტიან კიორნერი - მცენარეთა ეკოლოგიის სფეროში მსოფლიოში ყველაზე მაღალრეიტინგული მეცნიერი, რამდენიმე აკადემიის (ევროპის, ავსტრიისა და გერმანიის) წევრი, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების მთავარი რედაქტორი, არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო და გარემოსდაცვითი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, 409 სამეცნიერო პუბლიკაციისა და რამდენიმე წიგნის ავტორი - თითქმის 40 წელია, აქტიურად თანამშრომლობს ქართველ კოლეგებთან. მისი მხარდაჭერით ქართულად ითარგმნა და 2008 წ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოიცა წიგნი „Alpine Plant Life: Functional Plant Ecology of High Mountain Ecosystems“, რომელიც ფართოდ გამოიყენება არა მხოლოდ სამაგისტრო სალექციო კურსებში, არამედ დოქტორანტებისა და მეცნიერების მიერ.

დრო: 2 ივნისი, 13:00 საათი
ადგილმდებარეობა: ა 101 აუდიტორია, ი.ჭავჭავაძის გამზ. 32, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები