ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საპარლამენტო სტიპენდიები გერმანიაში

ღონისძიებები

4 ივნისს 14 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (G106 აუდიტორიაში) გაიმართება გერმანიაში საპარლამენტო სტიპენდიების შესახებ პრეზენტაცია.

გერმანიის ბუნდესტაგი გიწვევთ ბერლინის დამოუკიდებელ უნივერსიტეტთან, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტთან და ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად ინტერნაციონალური საპარლამენტო სტიპენდიით (IPS) ხუთი თვით ბერლინში.

IPS -ი გათვლილია მაღალი კვალიფიკაციის მქონე და პოლიტიკურად დაინტერესებულ ახალგაზრდა ქალებზე და მამაკაცებზე, რომლებსაც გააჩნიათ სურვილი, პროგრამის დასრულების შემდგომ დაბრუნდნენ უკან თავიანთ ქვეყნებში და აქტიურად და პასუხისმგებლობით ჩაებან თავიანთი ქვეყნის დემოკრატიული მომავლის შენებაში.

გერმანიის ბუნდესტაგი, გერმანიის პარლამენტი, ახალგაზრდებს ერთ-ერთ ბუნდესტაგის წევრთან 15-კვირიანი დასაქმების პერიოდში გააცნობს გერმანიის საპარლამენტო სისტემას და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს. ისინი ასევე დააგროვებენ პრაქტიკულ გამოცდილებას საპარლამენტო საქმიანობაში.

სტიპენდიატებს ამოარჩევს გერმანიის ბუნდესტაგის დამოუკიდებელი კომისია.

წინაპირობა:

საქართველოს მოქალაქეობა
უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი
გერმანულის ძალიან კარგი ცოდნა
სასტიპენდიო პროგრამის დასაწყისში 30 წლამდე ასაკის

სტიპენდია:

450 ევრო თვეში
საცხოვრებელი ადგილი
სადაზღვევო და მგზავრობის გადასახადი

საბუთების მიღება: 30 ივნისამდე. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მეორე გვერდზე, გერმანიის საელჩოში ან ინტერნეტში შემდეგ ვებ-გვერდზე: www.bundestag.de/ips
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს: ტელ.: 214 13 88

ბანერები