სანდრო ასათიანის საჯარო მოხსენება „მეცნიერების პოპულარიზაცია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით“
ღონისძიებები
როგორ შეიძლება მზექალა შანიძის უნიკალური კალიგრაფია თანამედროვე ქალაქის აბრებზე აღმოჩნდეს? შეუძლია თუ არა ხელოვნურ ინტელექტს რთული სამეცნიერო სტატია საინტერესო აუდიოპოდკასტად აქციოს ნებისმიერ ენაზე?
სანდრო ასათიანის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის მოხსენება სწორედ ამ კითხვებს უპასუხებს და წარმოგიდგენთ ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული მეცნიერებების გადაკვეთის მაგალითებს:
- კალიგრაფიიდან ციფრულ შრიფტამდე: მზექალა შანიძის ხელნაწერების გაცოცხლება და მათი პრაქტიკული გამოყენება პუბლიკაციებსა თუ ურბანულ გარემოში;
- ხელოვნური ინტელექტი (NotebookLM), როგორც ასისტენტი: სამეცნიერო ტექსტების ტრანსფორმაცია აუდიომიმოხილვებად;
- ისტორიის რეკონსტრუქცია: წარსული მოვლენების ვიზუალიზაცია გენერაციული AI ინსტრუმენტებით;
- კვლევა კადრში: სამეცნიერო აღმოჩენების დინამიური ვიდეოპრეზენტაციები.
მოხსენება საინტერესო იქნება სტუდენტებისთვის, მკვლევრებისა და ყველასთვის მათთვის, ვისაც აინტერესებს, როგორ ცვლის თანამედროვე ტექნოლოგიები ცოდნის გაზიარების კულტურას.
ფორმატი: ჰიბრიდული
ონლაინ დასასწრებად გთხოვთ, იხილეთ ზუმის ბმული: https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/81729608519?pwd=a1ANgslJjlCnayCQDqSwozTbqzpcDP.1
Meeting ID: 817 2960 8519
Passcode: 933426
დრო: 16 თებერვალი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
დასწრება თავისუფალია.
2026