ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სან დიეგოს უნივერსიტეტის გლობალური კამპუსის გახსნა ილიაუნიში

ღონისძიებები

16 ოქტომბერს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლობით დელეგაციას უმასპინძლეს.

ილიაუნის რექტორმა, პროფესორმა ნინო დობორჯგინიძემ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გლობალური კამპუსის დეკან იან გიბსონთან და ემერიტუს დეკან ჰალილ გუვენთან ერთად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გლობალური კამპუსი გახსნეს. კამპუსში განთავსებულია საერთაშორისო სტანდარტების ელექტრული ინჟინერიისა და სამშენებლო ინჟინერიის ლაბორატორიები, საკლასო ოთახები და სამუშაო სივრცეები. ამერიკული საბაკალავრო პროგრამები – სამშენებლო ინჟინერია, სამოქალაქო ინჟინერია, კომპიუტერულ მეცნიერებები, კომპიუტერული ინჟინერია, ელექტრული ინჟინერია და ქიმია/ბიოქიმია –საქართველოში ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.

2023 წელი

 

ბანერები