ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სამყაროს მოკლე ისტორია

ღონისძიებები

ორშაბათს 13 იანვარს 15:00 საათზე  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის 106 აუდიტორიაში ჩატარდება ფიზიკისა და ასტრონომიის მიმართულების კოლოქვიუმი
 „სამყაროს მოკლე ისტორია: შორეული წარსულიდან შორეულ მომავლამდე“

მოხსენებაში განვიხილავთ სამყაროს ისტორიას - სამყაროს დაბადებიდან დღემდე და სამყაროს შორეულ მომავალს. აგრეთვე, ვისაუბრებთ იმ თანამედროვე ასტრონომიულ დაკვირვებებზე, რომლებიც საშუალებას იძლევა აღვადგინოთ ადრეული სამყაროს სურათი და გავითვალოთ სამყაროს მომავალი. სამყაროს დაბადება თანამედროვე კოსმოლოგიის ერთ-ერთი მთავარი ამოუხსნელი ამოცანაა და მოხსენების ფარგლებში ამ ამოცანის გადაჭრის სხვადასხვა მიდგომას შევეხებით. 

მომხსენებელი:  თინათინ კახნიაშვილი

ბანერები