ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სამუშაო შეხვედრა: Time for Action: the challenge of contract cheating

ღონისძიებები

20 ოქტომბერს, 12 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სამუშაო შეხვედრა თემაზე „Time for Action: the challenge of contract cheating“.

შეხვედრაზე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიც არის ნაშრომის ყიდვის პრაქტიკა უმაღლესი განათლების საფეხურზე; აკადემიური გადაცდომის არსებული ფორმები; აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების უზრუნველყოფა საგანმანათლებლო ინსტიტუციების თანამშრომლობის გზით და სხვა.

სპეციალურად ამ შეხვედრისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევიან კომპანია Turnitin-ის წარმომადგენლები, მათ შორის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების რეგიონული ვიცეპრეზიდენტი.

სამუშაო შეხვედრა საინტერესო იქნება საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის, მკვლევრებისთვის. დასწრებისთვის აუცილებელია წინასწარ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე. დასწრება თავისუფალია და გათვალისწინებულია მცირე ლანჩი.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 20 ოქტომბერი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, G კორპუსის საკონფერენციო დარბაზი

2022 წელი

ბანერები