ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სამუშაო შეხვედრა „როგორ ვისარგებლოთ ელსევიერის სამეცნიერო ბაზებით ScienceDirect და Scopus“

ღონისძიებები

30 მაისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და წამყვანი საერთაშორისო გამომცემლობის (Elsevier) თანამშრომელთა მონაწილეობით გაიმართება სამუშაო შეხვედრა „როგორ ვისარგებლოთ ელსევიერის სამეცნიერო ბაზებით ScienceDirect და Scopus“.

შეხვედრაზე განხილული იქნება სამეცნიერო ბაზების (ScienceDirect; Scopus) ეფექტური გამოყენების საკითხი, ასევე პუბლიკაციის მომზადებისა და გამოქვეყნების დეტალები.

სემინარი საინტერესო იქნება უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის, სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის, ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის.

შეხვედრა წარიმართება მოცემული დღის წესრიგით:

12.00-12.15 – შესავალი

12.15-12.45 – ScienceDirect – იპოვე შენი გზა ჰიპოთეზიდან აღმოჩენამდე
ჰელენა პაჩუსკა

12.45-13.00 – შესვენება

13.00-13.45 – ScienceDirect – სამეცნიერო და ტექნიკურ ინფორმაციასთან მუშაობის პროფესიული ინსტრუმენტი. საერთო უნარები სამეცნიერო გამომცემლობასა და სტატიების სტრუქტურაში
მაქსიმ ფილატოვი

13.45-14.30 – სემინარი Scopus-ის შესახებ – როგორ გავზარდოთ კვლევის ხილვადობა?
კატარჟინა პატირაკი

დასწრება თავისუფალია.

შეხვედრაზე დასწრებისთვის აუცილებელია წინასწარ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე - https://bit.ly/39IAFrP 

დრო: 30 მაისი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი, პირველი სართული (ქ.ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)

სამუშაო ენა: ინგლისური

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: librarian@iliauni.edu.ge

2022 წელი

ბანერები