ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამა

ღონისძიებები

15 და 16 ნოემბერს 14.00 საათზე ილიაუნის თეატრში (ი.ჭავჭავაძის გამზ. 32) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ,,სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამის“ ორგანიზებით გაიმართება თეატრალური ფესტივალი. სხვა თეატრალური ფესტივალისგან განსხვავებით, აქ არ ხდება თეატრალური ნიჭის მქონე მოზარდების გამოაშკარავება, აქ მთავარი თავად პროცესია, სხვადასხვა სოციალური ფენისა და შესაძლებლობების მქონე მოზარდების თანამშრომლობა და ჯგუფური მიღწევების გაზიარება.

პროგრამაში ჩართულია ის საჯარო სკოლები, რომელთა თემში მდებარეობს ბავშვთა სახლები და სპეციალიზირებული პროფილის საჯარო სკოლები. ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების დახმარებით თითოეულ სკოლაში შერჩეულნი არიან სასკოლო კოორდინატორები, რომლებსაც ევალებათ საჯარო სკოლისა და დამხმარე სკოლების თანატოლების დასამეგობრებლად რეგულარული კლუბური სამუშაოების (ხელგარჯილობა, სპორტი, სიმღერა, თეატრი, ცეკვა და ა.შ.) ადგილზე განხორციელება.

პროგრამა მიზნად ისახავს, როგორც სხვადასხვა სოციალური ფენისა და შესაძლებლობების მქონე მოზარდების დამეგობრებას, ისე დამეგობრებული მოზარდების ჩაბმას საზოგადოებრივ საქმიანობაში.

15 ნოემბერი 14.00
 
1.    ოსკარ უაილდი ,,ვარსკვლავბიჭუნა“ ქ. დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლისა და მიმდებარე თემში (ჭოეთში) მცხოვრები ბოშა მოზარდების თანამშრომლობით
2.    ჯეკ ლონდონი ,, გზების გასაყართან“ შაუმიანში მცხოვრები სომეხი და თემში ჩასახლებული ლიახვის ხეობიდან დევნილი მოზარდების თანამშრომლობით
3.    გოდერძი ჩოხელი ,,ცასწავალა“  ბავშვთა დღის ცენტრის ,,აისი“,  თბილისის N55საჯარო სკოლის მოზარდებისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების თანამშრომლობით
 
 
16 ნოემბერი 14.00
 
1.    გიორგი ერისთავი ,,ძუნწი“ კოჯრის ბავშვთა სახლისა და კოჯრის საჯარო სკოლის მოზარდების თანამშრომლობით
2.    იაკობ გოგებაშვილი ,,კეთილი ქვრივი“ წყნეთის ბავშვთა სახლისა და N137 საჯარო სკოლის მოზარდების თანამშრომლობით
3.    თბილისის კლასიკური გიმნაზიისა და N193 მეტყველებადაქვეითებული მოზარდების თანამშრომლობით მომზადებული სპეექტაკლების ჩვენება.

ბანერები