ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის „ძილ-ღვიძილის ციკლის შემსწავლელი თენგიზ ონიანის ლაბორატორია“ ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019

ღონისძიებები

23 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში პროფესორი ნატო დარჩია წაიკითხავს მოხსენებას „ძილ-ღვიძილის ციკლის სტრუქტურისა და ძილის ეეგ მაჩვენებლების ლონგიტუდური კველევა მოზარდებში“.

თემის მოკლე აღწერა

ძილის ელექტროენცეფალოგრამა (ეეგ) განიცდის მკვეთრ ცვლილებებს მოზარდობის პერიოდში. ეს ცვლილებები თავის ტვინის მომწიფების პროცესის ერთ-ერთ კომპონენტად განიხილება. შესაბამისად, მოზარდებში ძილის ეეგ მონაცემების ლონგიტუდური კვლევა თავის ტვინის მომწიფების პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობას იძლევა. ილიაუნის მეცნიერებმა გამოიყენეს ძილის ეეგ-ს ლონგიტუდური, 6‑თვიანი ინტერვალებით აღებული მონაცემები და შეისწავლეს განსხვავდება თუ არა ეს მონაცემები ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) მქონე ბავშვებსა და საკონტროლო ჯგუფს შორის. გააანალიზეს ასევე ორივე ჯგუფის მოზარდთა ძილ-ღვიძილის ციკლის სტრუქტურის ცვლილებათა დინამიკა.

პროფესორი ნიკო ონიანი და ასისტენტ-მკვლევრები თინათინ ჩარექიშვილი და თამთა ნეკაშვილი წაიკითხავენ მოხსენებას „იმპლიციტური მეხსიერების ფორმირების დინამიკა აქტიური განრიდების ამოცანის არასრულად დასწავლისას ვირთაგვებში“.

თემის მოკლე აღწერა

განრიდებითი ქცევა ბუნებრივი და ადაპტაციური პასუხია საშიშროებაზე. განრიდების ქცევა საჭიროა ცხოველისთვის, რათა თავი დააღწიოს ზიანის მომგვრელ გარემოებას ან მოვლენას. ცხოველებში ამ ტიპის ქცევის განხორციელება იმპლიციტური მეხსიერების ფორმირებაზეა დამოკიდებული. ილიაუნის მეცნიერებმა შეისწავლეს აქტიური განრიდების ამოცანის არასრულად დასწავლის პირობებში ვირთაგვების მიერ ამ ამოცანის შესრულების პარამეტრები. მიღებული მონაცემები გამოიყენეს აქტიური განრიდების ამოცანის არასრულად დასწავლის პროცესში იმპლიციტური მეხსიერების ფორმირების დინამიკის დასადგენად.

დრო: 23 დეკემბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები