ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის პრეზენტაცია ილიაუნის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტში

ღონისძიებები

2015 წლის 11 დეკემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი გიწვევთ ინსტიტუტში დაგეგმილი კვლევითი პროექტებისა და ახალი თაობის სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის - საველე და სტაციონარული კვლევებისათვის საჭირო ორი სახეობის გრავიმეტრის პრეზენტაციაზე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტმა 2013 წლის კონკურსში მოიპოვა შოთა რუსთაველის სამეცნიერო გრანტი (პროექტის სახელწოდება - “საქართველოს გრავიტაციული ველის ანომალიების კვლევა”, პროექტის შიფრი - AP/76/13) და პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უშუალო დახმარებით, შეიძინა სამეცნიერო-კვლევითი აპარატურა - CG-5 AUTOGRAV GRAVITY METER (საველე კვლევებისათვის) და gPhoneX RELATIVE GRAVITY METER (სტაციონარული კვლევებისათვის).

ახალი თაობის გრავიმეტრის შეძენა შესაძლებლობას გვაძლევს, საქართველოში გრავიმეტრიის მიმართულებით ვაწარმოოთ თანამედროვე კვლევები და გადავჭრათ ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ამოცანები. კვლევის შედეგები დაგვეხმარება: ტერიტორიის სიღრმული გეოლოგიური აგებულების დადგენასა და ტექტონიკური სტრუქტურების კვლევაში; გეოიდის ამოცანის გადაჭრაში, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სამხედრო ინდუსტრიისა და აერონავიგაციისათვის; დედამიწის ქერქის ვერტიკალური მოძრაობის მონიტორინგში; ნავთობისა და სასარგებლო წიაღისეულის ძიებაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მსგავსი კვლევა 1970-იანი წლების შემდეგ აღარ ჩატარებულა.

პროექტის ფარგლებში, გრავიტაციული აზომვების მოწვეული სპეციალისტი დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის თანამშრომლებსა და სტუდენტებს 10 დღის ვადაში შეასწავლის საველე დაკვირვებებისა და აპარატურის მოხმარების წესებს. პირველი აზომვები ტარდება GPS სადგურების წერტილებზე, რაც ქერქის ჰორიზონტულ დეფორმაციას იკვლევს.

პრეზენტაციის დრო: 11 დეკემბერი, 10:00 საათი

ადგილმდებარეობა: ნუცუბიძის ქ. 77, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები