ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში პასკალის პრემიის ლაურეატების კონფერენცია ჩატარდება

ღონისძიებები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, 10-17 ნოემბერს გაიმართება მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული - საქართველო 2015. კვირეულის ფარგლებში, 12 ნოემბერს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტში ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირებული იმ ახალგაზრდა მეცნიერების კონფერენცია, რომლებმაც 2014-2015 წლებში მოიპოვეს პასკალის პრემია.

კონფერენციის პროგრამა

  • კონფერენციის გახსნა - რექტორი გიგა ზედანია
  • პასკალის პრემიის ახალი ლაურეატების წარდგენა და დაჯილდოება - საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი, დავით თარხნიშვილი
  • პასკალის პრემიის ახალი ლაურეატების სტატიების წარდგენა და მოხსენებები:
    • Oribatid mite communities along an elevational gradient in Sairme gorge (Caucasus) (“საირმის ხეობის ნიადაგის ტკიპების მრავალფეროვნება ზღვის დონიდან სიმაღლის გრადიენტში”; გამოქვეყნებულია საერთაშორისო ჟურნალში Experimental and Applied Acarology), "ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ლევან მუმლაძე
    • Fluvial sediments of the Algeti River in southeastern Georgia — An archive of Late Quaternary landscape activity and stability in the Transcaucasian region (“მდინარე ალგეთის ფლუვიალური სედიმენტები - არქივი გვიან მეოთხეული ლანდშაფტების აქტიურობის და სტაბილურობის შესახებ”; გამოქვეყნებულია საერთაშორისო ჟურნალში CATENA), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა სუხიშვილი
    • Formation and evolution of coronal rain observed by SDO/AIA on february 22, 2012 (''კორონალური წვიმის ფორმირება და ევოლუცია დაკვირვებული კოსმოსური ობსერვატორიიდან SDO/AIA 2012 წლის 22 თებერვალს"

      სტატია გამოქვეყნებულია საერთაშორისო ჟურნალში Astronomy & Astrophysics April 15, 2015), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ასისტენტ–მკვლევარი ზურაბ ვაშალომიძე
  • პასკალის პრემიის 2014 წლის ლაურეატების წარდგენა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი, დავით თარხნიშვილი

დრო: 12 ნოემბერი, 11:00 საათი

ადგილმდებარეობა: ბოტანიკურის ქ. #1, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტი

კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია.

რა არის პასკალის პრემია?

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევის პროცესში ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიგა ზედანიას ინიციატივით, 2014 წელს დაწესდა პასკალის პრემია - ფულადი ჯილდო, რომლის ოდენობა  3 000 ლარია.

პრემია გადაეცემა ილას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირებულ ახალგაზრდა მეცნიერს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პუბლიკაციისთვის, რომელსაც აქვს სტატიის სახე. ჯილდო ერთ კანდიდატზე გაიცემა წელიწადში მაქსიმუმ სამ სტატიაზე. პრემიის მიმღებთა რიცხვი შეზღუდული არ არის. პასკალის პრემიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

პროექტის პარტნიორია ”ბაზისბანკი”.

კონფერენციის პროგრამა

 


მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები