ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სამეცნიერო კრებულების პრეზენტაცია

ღონისძიებები

26 დეკემბერს, ორშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ღონისძიებების - ილიაუნი 10 წლისაა - ფარგლებში, გაიმართება ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორებისა და დოქტორანტების სამეცნიერო პუბლიკაციების ამსახველი სამი კრებულის პრეზენტაცია:

1. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის « L’Europe et le Caucase. Les relations interrégionales et la question de l’identité » („ევროპა და კავკასია. რეგიონთაშორისი ურთიერთობები და იდენტობის საკითხი“) მოხსენებების კრებული (ფრანგულ ენაზე), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2012 წელი.

2. „L’Arménie et la Géorgie en dialogue avec l’Europe. Du Moyen Âge à nos jours“ („სომხეთი და საქართველო ევროპასთან დიალოგში. შუა საუკუნეებიდან დღემდე“), გამომცემლობა GUETHNER, პარიზი, 2016.

ეს ორი კრებული ასახავს სამი ქვეყნის - საქართველოს, საფრანგეთისა და სომხეთის - მეცნიერთა კვლევებს კავკასიასა და ევროპას შორის ურთიერთობების საკითხებზე იდენტობის ჭრილში. კვლევების შედეგები წარმოდგენილ იქნა აღნიშნულ თემაზე ჩატარებულ სამ ერთობლივ კონფერენციაზე (2011 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2012 წელს პოლ ვალერის უნივერსიტეტში  მონპელიე 3 და 2014 წელს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში).

3.  ფრანკოფონიული რეგიონალური სადოქტორო კოლეჯის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „Études interdisciplinaires en Sciences humaines“ („ინტერდისციპლინარული კვლევები ჰუმანიტარულ მეცნირებებში“).

ჟურნალი ყოველწლიურია და 2013 წლიდან გამოსცემს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემლობა. გამოცემულია 3 ნომერი. პირველი ორი ნომერი - ფრანგულ ენაზე, მესამე - ოთხ რომანულ (ფრანგულ, ესპანურ, იტალიურ და რუმინულ) ენაზე. მასში ქვეყნდება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტების პროფესორებისა და დოქტორანტების სტატიები.

ჟურნალი დაარსებულია 2012 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილი „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტების ფრანკოფონული რეგიონალური სადოქტორო კოლეჯის ჰუმანიტარულ მეცნიერებებში“ (CODFREURCOR) საქმიანობის ფარგლებში და ასახავს იმ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მასალებს, რომლებიც ყოველწლიურად ტარდება სადოქტორო კოლეჯის წევრ უნივერსიტეტებში. დღემდე ჩატარებულია 4 კონფერენცია: 2 - კიშინიოვში, მოლდოვას სახელმწიფო უნივერსიტეტში (2013, 2016 წწ.), 2 - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (2014, 2015 წწ). ამჟამად გამოსაცემად მზადდება ჟურნალის მეოთხე ნომერი, რომელიც დაიბეჭდება 2017 წლის ზაფხულში.  

ჟურნალი აქვეყნებს სადოქტორო კოლეჯის არაწევრი დასავლეთ ევროპის და მსოფლიოს სხვა ქვეყნების უნივერსიტეტების პროფესორების სტატიებსაც (სადოქტორო კოლეჯის საქმიანობის შესახებ იხ. ბმული: http://codfreurcor.iliauni.edu.ge)

პრეზენტაციის მოდერატორია მზაღო დოხტურიშვილი - მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი, პირველი და მეორე კრებულის თანარედაქტორი და მესამე კრებულის რედაქტორი.

პრეზენტაციის დრო: 26 დეკემბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები