ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვე აღმოსავლეთმცოდნეობის აქტუალური პრობლემები“

ღონისძიებები

21-23 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვე აღმოსავლეთმცოდნეობის აქტუალური პრობლემები“. კონფერენციაზე შეჯამდება ინსტიტუტის 2017 წლის სამეცნიერო მუშაობა და წარმოდგენილი იქნება მოხსენებები საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიული და კულტურული ურთიერთობების, აღმოსავლური ენებისა და ლიტერატურის, ახლო აღმოსავლეთში ამჟამად მიმდინარე პროცესების სხვადასხვა ასპექტის შესახებ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრომელთა გარდა კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტისა და სამეცნიერო ცენტრის წარმომადგენლები.

დრო: 21-23 დეკემბერი

ადგილმდებარეობა:  S201/202, S311 აუდიტორიები (გ. წერეთლის N3), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები