ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სამეცნიერო კონფერენცია: „სისტემური ძალადობა პოსტრევოლუციური ხანის საქართველოში - გენეალოგია, ფორმები, პრაქტიკები“

ღონისძიებები

23 დეკემბერს, პარასკევს, 11:50 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია: „სისტემური ძალადობა პოსტრევოლუციური ხანის საქართველოში - გენეალოგია, ფორმები, პრაქტიკები“.

კონფერენციის თემატიკა და მიზანი:

2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, საქართველოში სახელმწიფო აპარატის რეორგანიზაციისა და სწრაფი რეფორმების პოლიტიკა დაიწყო. ამ პოლიტიკას, ხშირ შემთხვევაში, თან ახლდა სისტემური ძალადობა, რაც ხორციელდებოდა როგორც იურისპრუდენციაში (პოლიცია, უშიშროება, სასამართლო, სასჯელაღსრულება), ასევე სოციალურ, საგანმანათლებლო, მედიის სფეროებში.

ცალკე აღსანიშნავია ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, რომელმაც სოციალური და პოლიტიკური დაძაბულობის ახალი კერები წარმოქმნა და, ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სისტემურ ძალადობას, მეორე მხრივ კი, თავად იქცა ამ ძალადობის ნაწილად.

კონფერენციის მიზანია 2003 წლიდან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური, აგრეთვე კულტურული პროცესების ანალიზი სისტემური ძალადობის პრიზმიდან, მისი განხილვა ბიოპოლიტიკისა და ძალაუფლების ანალიტიკის სხვა თანამედროვე თეორიების ფონზე.

პროგრამა:

11:50 - შესავალი სიტყვა: გიორგი მაისურაძე, გიორგი ღვინჯილია

12:00 - ვახუშტი მენაბდე: „ძალადობა კონსტიტუციაზე და ძალადობა კონსტიტუციის მეშვეობით“

12:40 - გურამ იმნაძე: „ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის კრიტიკა ნარკოპოლიტიკის ანალიზის შუქზე“

13:20-13:40 შესვენება

13:40 - გიორგი ღვინჯილია: „სააკაშვილის ციხეები: რეჟიმი და სისტემური ძალადობა“

14:20 - გიორგი მაისურაძე: „რეპრეზენტაცია და რეაქცია. ჰეგემონიური ძალაუფლება და სოციალური პროტესტი "ვარდების რევოლუციის" შემდგომი ხანის საქართველოში“

15:00 - მაია ბარქაია: „პასუხისმგებლობა და სტრუქტურული უსამართლობა"

15:40-16:10 შესვენება

16:10 - კოტე ერისთავი: „უუფლებობის მდგომარეობა. დემურ სტურუას შემთხვევის ანალიზი“

16:50 - თამთა მიქელაძე: „ბრძოლა სივრცეებისთვის - პოლიტიკური და საეკლესიო ხელისუფლებების მიმართებები“

17:30-18:00 - შემაჯამებელი დისკუსია

დრო: 23 დეკემბერი, 11:50 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები