ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სამეცნიერო კონფერენცია „საქართველო და კორეა: ისტორიული გამოცდილების პარალელები"

ღონისძიებები

10 დეკემბერს, 11:00 საათზე, გაიმართება პირველი სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარე პროექტის ფარგლებში: Georgia and Korea: Parallels in the Historical Experience of Colonialism, Struggle for Independence, Liberation and State Building.

პროექტს, რომელიც ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჰანკუკის უცხო ენათა უნივერსიტეტის (კორეა) მიერ, აფინანსებს  კორეის კვლევების აკადემია (Academy of Korean Studies).

პროექტის ფარგლებში მომზადდება და დაინერგება:

  • კორეის კვლევების სასწავლო მოდული (ენის კურსები, ცივილიზაციის ისტორია) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში;
  • საქართველოს კვლევების სასწავლო მოდული (ენა, კულტურა, პოლიტიკა, ისტორია) ჰანკუკის უნივერსიტეტში.

ასევე გამოიცემა სასწავლო მასალები და სამეცნიერო სტატიები, განხორციელდება სტუდენტთა და პროფესორთა სასწავლო ვიზიტები ორივე ქვეყანაში.

პროექტის აქტიური მხარდამჭერები არიან საქართველოს საელჩო კორეაში და კორეის საელჩო საქართველოში. კონფერენციას დაესწრებიან საქართველოს ელჩი კორეის რესპუბლიკაში  ოთარ ბერძენიშვილი და კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში  ჯონგ დე სუ. კონფერენციას გახსნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფ.  გიგა ზედანია.

კონფერენცია გაიმართება Webex ფორმატში. დასწრება თავისუფალია.

კონფერენციის პროგრამა იხ. დანართში

კონფერენციის ლინკი:

https://hufs.webex.com/webappng/sites/hufs/meeting/download/f167bb87ad214c6b8cdcf5bd0cc5278d?siteurl=hufs&MTID=m4c23f105ad0ea42b59fb0d11a5f8a1ce

დრო: 10 დეკემბერი, 11:00 საათი

სამუშაო ენა: ინგლისური

2020 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები