ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სამეცნიერო კონფერენცია „მოძრაობის სემანტიკური კომპონენტები ქართველურ ენებში“

ღონისძიებები

24 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E115 აუდიტორიაში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია „მოძრაობის სემანტიკური კომპონენტები ქართველურ ენებში“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი, უცხოელი და უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერები; MA, BA, PhD საფეხურების ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტებისათვის დაგეგმილია სამეცნიერო ვორკშოპი „სივრცითი ზმნისწინები ქართველურ ენებში“, რომელიც ითვალისწინებს ქართველური ენების დინამიკური და სტატიკური შინაარსის ზმნურ ძირებთან ზმნისწინთა თავსებადობისა და ფუნქციების პრობლემურ საკითხებზე დაკვირვებას, ზმნისწინთა სისტემის ფუნქციურ-სემანტიკური ანალიზის სწავლებას თანამედროვე მეთოდებსა და მიდგომებზე დაყრდნობით.

ღონისძიებები იმართება სამეცნიერო პროექტის „მოძრაობის სემანტიკური კომპონენტები მეგრულსა და ლაზურში“ (2016-2019) ფარგლებში (შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი N217344), ხელმძღვანელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი იზაბელა ქობალავა.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 24 აპრილი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E115 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)

დასწრება თავისუფალია.

კონფერენციის პროგრამა

2019 წელი

 

ბანერები