ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სამეცნიერო კონფერენცია "Luigi Pirandello: in cerca d`autore" ილიაუნის იტალიური კულტურის ცენტრში

ღონისძიებები

2017 წლის 14 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება ერთდღიანი სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით "Luigi Pirandello: in cerca d`autore"

კონფერენცია ეძღვნება ლუიჯი პირანდელოს დაბადებიდან 150-ე  წლისთავს.

კონფერენციას გახსნის იტალიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი.

მონაწილეობენ როგორც ქართველი, ასევე იტალიელი მომხსენებლები.

კონფერენციის ორგანიზატორია იტალიური კულტურის ცენტრის პედაგოგი  ნანა ლომია.

მოხსენებები წარმოდგენილი იქნება შემდეგ დარგებში:

  • ენათმეცნიერება;
  • ლიტერატურათმცოდნეობა;
  • იტალიური ენისა და ლიტერატურის სწავლების საკითხები;
  • მხატვრული თარგმანის თეორია.

სამეცნიერო კონფერენციის სრული პროგრამა იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

დრო: 14 ივნისი, 10 საათი

ადგილმდებარეობა: S501 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N3), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია

ბანერები