ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სამეცნიერო კონფერენცია ილიაუნის სოციალური მეცნიერებების მიმართულების სტუდენტებისთვის

ღონისძიებები

2016 წლის 11 ივლისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ჩატარდება სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლებათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური მეცნიერებების მიმართულების საბაკალავრო (მე-3 და მე-4 წელი) და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს.

მიზანი
კონფერენციის მიზანია თანამედროვე საზოგადოებასა და აკადემიურ წრეებში აქტუალური საკითხების მეცნიერული ანალიზი, სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შორის ცოდნის და გამოცდილების გაზიარება.

მონაწილეობის პირობები
სამეცნიერო კონფერენციაზე სტუდენტებმა უნდა წარადგინონ მათ მიერ მომზადებული სამეცნიერო ნაშრომი, კვლევითი პროექტი, საბაკალავრო თემა ან სამაგისტრო თემა. საკონფერენციო მოხსენებების თემატიკა შეზღუდული არ არის. თითოეული მოხსენების პრეზენტაციისათვის გათვალისწინებული იქნება 10 წუთი.
კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი. საუკეთესო მოხსნებათა ავტორები დაჯილდოვდებიან სამახსოვრო პრიზებით.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა მოხსენების აბსტრაქტი (მაქსიმუმ 250 სიტყვა, სახელის, გვარის, ფაკულტეტისა და კურსის მითითებით) უნდა გაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sopiko.zviadadze@iliauni.edu.ge
აბსტრაქტის წარდგენის ბოლო ვადა: 29 ივნისი

მოხსენების შეფასების კრიტერიუმები
სტუდენტური მოხსენებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  •  დარგობრივი ცოდნა;
  •  არგუმენტირებისა და ანალიტიკური მსჯელობის უნარი.

საკონტაქტო ინფორმაცია
ელფოსტა: sopiko.zviadadze@iliauni.edu.ge

კონფერენციის დრო: 11 ივლისი, 11:00 საათი
ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები