სამეცნიერო კონფერენცია „ახლო აღმოსავლეთი და საქართველო“
ღონისძიებები
20-22 დეკემბერს, 10:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201 აუდიტორიაში გაიმართება გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო კონფერენცია „ახლო აღმოსავლეთი და საქართველო”.
კონფერენცია შეაჯამებს აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის 2018 წლის სამეცნიერო მუშაობას. წარმოდგენილი იქნება მოხსენებები საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიული და კულტურული ურთიერთობების, აღმოსავლური ენებისა და ლიტერატურის, ახლო აღმოსავლეთში ამჟამად მიმდინარე პროცესების სხვადასხვა ასპექტის შესახებ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრომელთა გარდა კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტისა და სამეცნიერო ცენტრების წარმომადგენლები.
დრო: 20-22 დეკემბერი, 10:30 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 201 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N3)
დასწრება თავისუფალია
2018 წელი