ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სამეცნიერო კონფერენცია „ახლო აღმოსავლეთი და საქართველო“

ღონისძიებები

16-17 დეკემბერს, 10:00 საათიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში ჩატარდება სამეცნიერო კონფერენცია: „ახლო აღმოსავლეთი და საქართველო“. კონფერენციაზე შეჯამდება აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის 2016 წლის სამეცნიერო მუშაობა და წარმოდგენილი იქნება მოხსენებები საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიული და კულტურული ურთიერთობების, აღმოსავლური ენებისა და ლიტერატურის, ახლო აღმოსავლეთში ამჟამად მიმდინარე პროცესების სხვადასხვა ასპექტის შესახებ. ილიაუნის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრომელთა გარდა, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ცენტრების წარმომადგენლები, ასევე - უცხოელი მკვლევრები.

კონფერენციის პროგრამა იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

დრო: 16-17 დეკემბერი, 10:00 საათიდან

ადგილმდებარეობა: აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი (ილიაუნის S კორპუსი, გ. წერეთლის ქ. #3), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები