ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სამეცნიერო კაფე: „რთული ფიზიკა მარტივად და შეძლებისდაგვარად გასაგებად“

ღონისძიებები

18 აპრილს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში დოქტორი ჯუანშერ ჯეჯელავა წაიკითხავს საჯარო ლექციას „რთული ფიზიკა მარტივად და შეძლებისდაგვარად გასაგებად“.

მომხსენებელი განიხილავს ფარდობითობის სპეციალურ თეორიას, კვანტურ მექანიკას და ა. შ. შეეცდება ყოფითი ინტუიციისა და წარმოსახვითი ცდების გამოყენებით აუდიტორიამ გაიგოს, რა იდეები უდევს საფუძვლად თანამედროვე ფიზიკას.

მომხსენებლის შესახებ

2000 წელს ჯუანშერ ჯეჯელავამ ჩააბარა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც დაიცვა როგორც ბაკალავრის, ისევე მაგისტრის ხარისხი ველის კვანტური თეორიის სპეციალობით. 2006 წელს ჩააბარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში ნაწილაკების ფიზიკის სპეციალობით. 2011 წელს დაიცვა სადოქტორო ნაშრომი, რომელშიც გამოიკვლია ლორენც დარღვევის შესაძლებლობა გაწრფივებულ გრავიტაციასა და არააბელურ ველებში. ამის შემდეგ მალე გადავიდა თეორიიდან ფენომენოლოგიაში. 2012 წელს შეუერთდა ATLAS/CERN ექსპერიმენტის Tile კალორიმენტრის სიგნალის რეკონსტრუქციის ჯგუფს, 2016 წლიდან კი – ATLAS-ის სუპერსიმეტრიების ძიების ჯგუფს, რომელთანაც დღემდე მუშაობს. ამავდროულად აგრძელებს მაღალი ენერგიების ფიზიკის თეორიულ-კვლევით პროექტებში მონაწილეობას.

დრო: 18 აპრილი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ვაკის პარკი, მედიათეკა

დასწრება თავისუფალია.

ბანერები