ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სამეცნიერო კაფე: „მინდა პერპეტუმობილე გამოვიგონო“

ღონისძიებები

20 ივნისს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მარიკა კაპანაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას „მინდა პერპეტუმობილე გამოვიგონო“.

თემის მოკლე აღწერა

მოხსენება შეეხება საბუნებისმეტყველო განათლებას საქართველოში, ახალ გამოწვევებს. მომხსნებელი ისაუბრებს საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლების განათლების შესახებ. განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
როგორ უნდა ვასწავლოთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში, რათა ავამაღლოთ მოსწავლეთა მოტივაცია, ჩავრთოთ ისინი სასწავლო პროცესში და მივცეთ ზოგადი განათლება ამ მიმართულებით. განხილული იქნება კონკრეტული მაგალითები.
რა როლი აქვს უნივერსიტეტს მასწავლებელთა მომზადებასა და მათ პროფესიულ განვითარებაში.

მომხსენებლის შესახებ

მარიკა კაპანაძემ წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიოფიზიკის სპეციალობით, სწავლა განაგრძო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ცილის ინსტიტუტის (პუშჩინო) ასპირანტურაში და დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ადამიანის პანკრეასის პოლიპეპტიდის მუტანტების სტაბილურობის შესწავლა“; 2004 წლიდან აქტიურად მუშაობს საბუნებისმეტყველო განათლების მიმართულებით. 2008 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად კოორდინირებას უწევს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განათლების პროექტების დანერგვას საქართველოში. გაცვლითი პროექტების ფარგლებში კითხულობდა ლექციებს ევროპის უნივერსიტეტებში, მათ შორის – ბრემენის (გერმანია), ლიმერიკის (ირლანდია), ლინეუსისა (შვედეთი) და კლაგენფურტის (ავსტრია) უნივერსიტეტებში. რამდენიმე საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის რედკოლეგიის წევრია, თანამშრომლობს ევროპისა და ამერიკის ბევრ უნივერსიტეტთან, აწარმოებს ერთობლივ კვლევებს საბუნებისმეტყველო განათლების მიმართულებით.


დრო: 20 ივნისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ვაკის პარკი, მედიათეკა

დასწრება თავისუფალია.

 

 

ბანერები